Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 5 უფლების აღდგენა. 1. პირისთვის ჩამორთმეული უფლების ვადამდე აღდგენა ან უფლების ჩამორთმევის ვადის შემცირება დასაშვებია: ა) პირის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ერთი მესამედის გასვლის შემდეგ; ბ) პირის მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ნახევრის გასვლის შემდეგ; გ) პირის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევაში − უფლების ჩამორთმევის ვადის არანაკლებ ორი მესამედის გასვლის შემდეგ. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველი მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომ − კომისია) უფლებამოსილია, უფლებაჩამორთმეული პირის პიროვნებისა და ყოფაქცევის გათვალისწინებით, მას ვადამდე აღუდგინოს ჩამორთმეული უფლება ან შეუმციროს უფლების ჩამორთმევის ვადა. 3. უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ კანონით მისთვის დაწესებული შეზღუდვების (უფლების ჩამორთმევის) დარღვევა (შეუსრულებლობა) იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 5 4. უფლებაჩამორთმეულ პირს ამ კანონით მისთვის დაწესებულ შეზღუდვებს (უფლების ჩამორთმევას) გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებისას განუმარტავს სასამართლო, ხოლო პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას − აგრეთვე პენიტენციური დაწესებულება. |