Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 33 მოვალის საქმიანობის ანგარიშის გამჟღავნების შეზღუდვა. 1. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი, მოვალე, დაინტერესებული კრედიტორი უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს განცხადება მოვალის საქმიანობის ანგარიშის ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის სრულად ან ნაწილობრივ გაუმჟღავნებლობის მოთხოვნით, თუ, განმცხადებლის მოსაზრებით, მისი გამჟღავნებით ხელი შეეშლება რეგულირებული შეთანხმების მიზნის მიღწევას ან გაუმართლებელი ზიანი მიადგება მოვალეს ან განმცხადებელ კრედიტორს. 2. თუ სასამართლო შესაბამის განცხადებას დასაბუთებულად მიიჩნევს, ის გამოიტანს განჩინებას მოვალის საქმიანობის ანგარიშის ყველა კრედიტორისთვის ან მათი ნაწილისთვის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შესახებ. 3. მოვალე უფლებამოსილია ამ მუხლით გათვალისწინებული განცხადება წარადგინოს რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზებისა და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის დადებითი ანგარიშის სასამართლოსთვის წარდგენის დროსაც. ამ შემთხვევაში აღნიშნულ განცხადებას უნდა დაერთოს რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის წერილობითი თანხმობა. |