Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 15 მეზღვაურის შვებულება. 1. მეზღვაურს უფლება აქვს, ისარგებლოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით ყოველი ნამუშევარი თვისთვის არანაკლებ 2.5 კალენდარული დღის ოდენობით. იმ მეზღვაურის შვებულების ხანგრძლივობა, რომელიც დასაქმებულია 1 წელზე ნაკლები ხნის განმავლობაში ან რომელთანაც შრომითი ურთიერთობა წყდება, უნდა განისაზღვროს პროპორციული განაწილების საფუძველზე. 2. გემზე მუშაობის პერიოდში მეზღვაურს ასევე აქვს უფლება, ჩავიდეს ნაპირზე, როდესაც ეს პრაქტიკულად შეესაბამება მის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 3. მეზღვაურს არ აქვს უფლება, უარი თქვას ყოველწლიურ მინიმალურ ანაზღაურებად შვებულებაზე, ხოლო გემთმფლობელს არ აქვს უფლება, მეზღვაურთან აწარმოოს მოლაპარაკება ამის თაობაზე და დადოს შეთანხმება. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება ბათილია. 4. მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გამოთვლისას მასში არ ჩაითვლება სამუშაოს გაცდენა ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზის გამო: ა) უქმე დღე, მიუხედავად იმისა, ემთხვევა თუ არა იგი ამ შვებულების პერიოდს; ბ) ავადმყოფობა, ტრავმა ან ორსულობა და მშობიარობა; გ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნაპირზე მეზღვაურის ხანმოკლე ვიზიტი; დ) ნაპირზე მეზღვაურის ნებისმიერი, სააგენტოს მიერ განსაზღვრული სავალდებულო ჩასვლა; |
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 15 ე) რეპატრიაციის მოლოდინი და რეპატრიაციის დროს მგზავრობა. 5. მეზღვაურის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება უნდა ანაზღაურდეს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ანაზღაურების მიხედვით. 6. შვებულებაში მყოფი მეზღვაურის გაწვევა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მისი თანხმობით. 7. არ შეიძლება მეზღვაურს მოეთხოვოს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების მისი რეპატრიაციის ადგილისგან განსხვავებულ ადგილზე გატარება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მეზღვაური წერილობით აცხადებს ამაზე თანხმობას ან ეს გათვალისწინებულია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით. 8. გემთმფლობელმა სპეციალური ზომები უნდა შეიმუშაოს იმ შემთხვევისთვის, როდესაც 18 წლამდე მეზღვაურს, რომელიც 6 თვის ან 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში კოლექტიური ხელშეკრულების ან მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე (რომელიც არ დაბრუნებულა მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში და რომლის ამ ქვეყანაში დაბრუნება შემდეგი 3 თვის განმავლობაშიც არ იგეგმება), შვებულებით არ უსარგებლია. ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს რეისის დროს მეზღვაურის მიერ შვებულების გამოყენებისას მის უსასყიდლო რეპატრიაციას საცხოვრებელ ქვეყანაში, სადაც იგი დასაქმდა. |