Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 168 მოხალისეთა ორგანიზაცია. 1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა, თუ იგი აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას: ა) მისი დამფუძნებელი/მმართველი ორგანოს წევრი ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია; ბ) იგი აკმაყოფილებს სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს; გ) მას მიენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი. 2. სუბიექტი (მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატი) მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად სამინისტროს მიმართავს. სამინისტროს მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სუბიექტს ენიჭება მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი. 3. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინტერესების პრიორიტეტულობის პრინციპის გათვალისწინებით იღებს სამინისტრო. 4. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების/შეჩერების/შეწყვეტის კრიტერიუმებსა და წესს განსაზღვრავს მინისტრი. 5. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უწყდება: ა) თუ იგი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობებს; |
თავდაცვის კოდექსი article 168 ბ) ვეღარ აკმაყოფილებს მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმებს; გ) ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 6. მოხალისეთა ორგანიზაციას მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი უჩერდება მისთვის ამ სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებული წარმოების დაწყების შემთხვევაში. 7. მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება უქმდება, თუ მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული. |