Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 13 1. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები და მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები, აგრეთვე სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის დაწესებულებები, ორგანიზაციები და საწარმოები ვალდებული არიან, საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი საქმიანობის პროცესში შექმნილი დოკუმენტების შერჩევა და დამუშავება. 2. სახელმწიფ ო უზრუნველყოფს ამ კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული დოკუმენტების შერჩევასა და დამუშავებას. 3. საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პოლიტიკური გაერთიანებები, იურიდიული პირები, განურჩევლად საკუთრების ფორმისა, ვალდებული არიან საკუთარი სახსრებით განახორციელონ თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო ფიზიკური პირების კუთვნილი დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯებს გაიღებს ეროვნული არქივი. |
ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ article 13 31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სუბიექტები უფლებამოსილი არიან თავიანთი კუთვნილი დოკუმენტების შერჩევა, დამუშავება და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარება უზრუნველყონ ეროვნული არქივის მიერ აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მეშვეობით, მათთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აკრედიტაციის წესსა და კრიტერიუმებს, აგრეთვე აკრედიტაციის საფასურის ოდენობას განსაზღვრავს მინისტრი. აკრედიტებული კერძო სამართლის იურიდიული პირები ეროვნულ არქივს ყოველი წლის 31 დეკემბრამდე წარუდგენენ ინფორმაციას წლის განმავლობაში მათ მიერ დოკუმენტების შერჩევის, დამუშავებისა და მათთვის შემფასებელი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. 4. თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დოკუმენტს განსაკუთრებული ღირებულება აქვს, მის მესაკუთრესა და ეროვნულ არქივს შორის დადებულ ხელშეკრულებაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ეროვნული არქივის მიერ ამ დოკუმენტის შემფასებელი ექსპერტიზის ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ დაფარვა. |