Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
ნორმატიული აქტების შესახებ article 27 ნორმატიული აქტის გამოქვეყნების წესი. 1. საქართველოს ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის მე-2−6 -1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) მიმღებმა (გამომცემმა) ორგანომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი დასკვნის გაცემიდან 10 დღის ვადაში გამოსაქვეყნებლად უნდა გადასცეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“. 2. საქართველოს პარლამენტის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონები ქვეყნდება შესაბამისად საქართველოს კონსტიტუციით, კანონითა და ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებით დადგენილი წესით. 21. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განსაზღვრული საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გადაეცეს მისი მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებიდან (ხელმოწერიდან) არა უგვიანეს მე-5 დღისა. 3. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 27 4. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი (გარდა ამ მუხლის 4 -1 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტისა), საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტები (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მათი მიღებიდან/გამოცემიდან 10 დღის ვადაში. 41. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტი, რომელიც საჭიროებს თანახელმოწერას, „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მხოლოდ თანახელმოწერის შემდგომ, თანახელმოწერიდან 5 დღის ვადაში. 5. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. 51. ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა. 52. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 27 6. საქართველოს ეროვნული ბანკის დაუყოვნებლივ ასამოქმედებელი ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს არა უგვიანეს შემდეგი სამუშაო დღისა. 61. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტი „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ უნდა გადაეცეს და უნდა გამოქვეყნდეს მისი მიღებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა. 7. „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად უნდა გაეგზავნოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმებული ნორმატიული აქტი. ნორმატიული აქტის (ნორმატიული აქტის პროექტის) შედგენის, მიღების (გამოცემის), გაგზავნის, აღრიცხვის, სისტემატიზაციისა და გამოქვეყნების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. 8. ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-4−6 -1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა) „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ აქვეყნებს აქტის მისთვის გადაცემიდან 5 დღის ვადაში. |
ნორმატიული აქტების შესახებ article 27 9. გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ მუხლის მე-2−6-1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა) უნდა ახლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა. საქართველოს 2014 წლის 5 თებერვლის კანონი №1967 - ვებგვერდი, 19.02.2014წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2640 - ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №667 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3288 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3374 – ვებგვერდი, 21.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის ორგანული კანონი №4250 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის ორგანული კანონი №4595 - ვებგვერდი, 08.05.2019წ. საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5570 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის ორგანული კანონი №6867 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1338 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის ორგანული კანონი №695 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. |