Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 28 იძულებითი ზომების განხორციელება ინსპექტირებისას. 1. თუ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში რეგულირების ობიექტის საქმიანობა რადიაციული უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ხორციელდება ან/და თუ ამ საქმიანობის შედეგად შეიძლება მყისიერი და უშუალო საფრთხე შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას, გარემოს ან შესაბამის მტკიცებულებებს, ინსპექტორს უფლება აქვს, დროებით შეაჩეროს რეგულირების ობიექტის საქმიანობა ამ ნაწილში (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა) და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მარეგულირებელ ორგანოს. მარეგულირებელი ორგანო სათანადო შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ინსპექტორს აქვს უფლება, მოსთხოვოს ლიცენზიის მფლობელს იმ მუშაკის სამუშაოზე არდაშვება, რომელიც არ შეესაბამება ამ სამუშაოსთვის დადგენილ მოთხოვნებს. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ შემთხვევებში ლიცენზიის მფლობელი არ თავისუფლდება მის მიერ განხორციელებული და შეჩერებული საქმიანობის შედეგად დარჩენილი რადიოაქტიური მასალების უსაფრთხოებისა და ფიზიკური დაცვის უზრუნველყოფის ვალდებულებისაგან. |
ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ article 28 4. იძულებითი ზომების განხორციელების მიზნით ინსპექტორი ინსპექტირების მასალების, მათ შორის, ინსტრუმენტული გაზომვების, ტესტირების შედეგების, ლიცენზიის მფლობელის ახსნა-განმარტებების და სხვა ინფორმაციის საფუძველზე ადგენს შესაბამის ოქმს. |