Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 10 გარდამავალი დებულებები. 1. ამ კანონით დადგენილი შეზღუდვები არ აჩერებს ამავე კანონის ამოქმედებამდე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნათა დაცვით გაცემული/შედგენილი უფლების დამდგენი დოკუმენტის (სასამართლოს (არბიტრაჟის) აქტი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გარიგება ან სხვა სამართლებრივი აქტი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებას წარმოშობს) საფუძველზე, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე უფლების რეგისტრაციას. |
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ article 10 2. ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის, თუ უცხოელის ან საქართველოში რეგისტრირებული იმ კერძო სამართლის იურიდიული პირის, რომლის დომინანტი პარტნიორია უცხოელი ან/და საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირი ან რომლის დომინანტი პარტნიორი ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ვერ დგინდება, საკუთრების უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია ან დარეგისტრირდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, აღნიშნულ უფლებაზე არ ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები. 3. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, თუ საქართველოს მოქალაქეს, რომლის უფლება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე რეგისტრირებულია, შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, რეგისტრირებულ უფლებაზე არ ვრცელდება უცხოელისთვის ამ კანონით განსაზღვრული ვალდებულებები. |