FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  24

გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები.
1. ანგარიშვალდებული პირი უფლებამოსილია გამოვლენილი რისკების შესაბამისად ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნებული კლიენტის მიმართ განახორციელოს გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის:
    ა) საქმიანი ურთიერთობის დამყარების შემდეგ ამ კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით განახორციელოს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის ვერიფიკაცია;
    ბ) შეამციროს კლიენტის ან/და ბენეფიციარი მესაკუთრის საიდენტიფიკაციო მონაცემების განახლების სიხშირე;
    გ) შეამციროს საქმიანი ურთიერთობის მონიტორინგის განხორციელებისას გარიგებების შესწავლის სიხშირე და მოცულობა გონივრული თანხობრივი ზღვრის ფარგლებში;
    დ) საქმიანი ურთიერთობის ან გარიგებათა სახეობებიდან გამომდინარე, დაადგინოს საქმიანი ურთიერთობის მიზანი და განზრახული ხასიათი.
2. გამარტივებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელებისას ანგარიშვალდებულმა პირმა უნდა მოიპოვოს საკმარისი ინფორმაცია კლიენტის ნაკლები რისკის დონისთვის მიკუთვნების გონივრულობის დასადგენად.
3. დაუშვებელია, ანგარიშვალდებულმა პირმა გამარტივებული პრევენციული ღონისძიებები განახორციელოს ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკის მახასიათებლების არსებობისას.