Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ article 221 ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაციის უფლება. 1. ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს კომპენსაცია დაენიშნებათ ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის მიმღებ პირებზე გასაცემი კომპენსაციის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობა გაიანგარიშება, როგორც მიმდინარე წლის კომპენსაციის ოდენობა, გაზრდილი იმავე ოდენობით, რომლითაც იზრდება ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარი. 3. ამ კანონით გათვალისწინებული ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო კომპენსაცია არის ოჯახისათვის განკუთვნილი სარგებელი, რომელიც გულისხმობს კომპენსაციის პროპორციულ განაწილებას გარდაცვლილის ოჯახის წევრებს (მშობლები, მეუღლე, შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო შვილები (ასაკის მიუხედავად)) შორის. 4. ოჯახიდან ორი ან ორზე მეტი პირის გარდაცვალების შემთხვევაში ამ კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“–„ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ-ცალკე მიიღებენ. |