Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 34 კრედიტორთა კრების მოწვევა. 1. რეგულირებული შეთანხმების პროექტი უნდა გამოქვეყნდეს არაუგვიანეს მორატორიუმის მოქმედების ვადის ბოლო დღისა, ხოლო რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების მორატორიუმის გარეშე განხორციელებისას − სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების გამოტანიდან არაუგვიანეს 2 თვისა. 2. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა რეგულირებული შეთანხმების დასამტკიცებლად კრედიტორთა კრებაზე დასასწრები მოსაწვევი უნდა გაუგზავნოს მისთვის და მოვალისთვის ცნობილ ყველა კრედიტორს ამ კრების თარიღამდე არაუგვიანეს 14 დღისა. აღნიშნული მოსაწვევი უნდა შეიცავდეს: ა) რეგულირებული შეთანხმების დადების შესახებ შეთავაზების ასლს; ბ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის ანგარიშის ასლს, გარდა ამ კანონის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; გ) სასამართლოს შესაბამისი განჩინების ასლს; დ) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მიერ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შეთავაზებისა და მის, როგორც რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის, მიერ ამ ცვლილების გათვალისწინების თაობაზე; ე) რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის განმარტებას კრედიტორის მოთხოვნისა და მისი ხმის უფლების თაობაზე, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად; ვ) კრების თარიღს, დროსა და ადგილს. |