FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  23

საარჩევნო უბნები.
1. კენჭისყრის ჩასატარებლად და ხმების დასათვლელად საარჩევნო ოლქი იყოფა საარჩევნო უბნებად.
2. საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისთვის, გარდა ამ მუხლის 2-2 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საარჩევნო უბნებს ქმნის, მათ საზღვრებსა და ნომრებს ადგენს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არაუგვიანეს არჩევნების წლის 1 ივლისისა და 2 დღის ვადაში აქვეყნებს სათანადო ინფორმაციას უბნების საზღვრების მითითებით. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საარჩევნო უბნები, მათი საზღვრები, სახელწოდებები და ნომრები შეესაბამება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრულ საერთო არჩევნებისათვის შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შექმნილ უბნებს. უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაში საარჩევნო უბნები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 40 დღისა.
21. იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ამომრჩევლები, ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  23

3. ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების მითითებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში.
4. გამონაკლის შემთხვევებში (პენიტენციური დაწესებულება, საავადმყოფო და სხვა სტაციონარული სამკურნალო დაწესებულება, სათნოების სახლი, მიუსაფართა თავშესაფარი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატი და სხვა სოციალური მიზნის მქონე დაწესებულება, რომელშიც 50-ზე მეტი ამომრჩეველია) საარჩევნო უბანი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-15 დღისა. ამ პუნქტით განსაზღვრული დაწესებულება, რომელშიც ამომრჩეველთა რაოდენობა 50-ს არ აღემატება, საოლქო საარჩევნო კომისიის განკარგულებით მიემაგრება მასთან არსებულ უახლოეს საარჩევნო უბანს.
5. შექმნილი საარჩევნო უბნის საზღვრებს, აგრეთვე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე მდებარე, ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ შენობა-ნაგებობათა ნუსხასა და მისამართებს აზუსტებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 50-ე დღისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ მუნიციპალიტეტის ორგანოთა მონაცემებისა და შემოწმების საფუძველზე. საარჩევნო უბნების დაზუსტებული საზღვრები დაუყოვნებლივ ქვეყნდება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ

article  23

6. აკრძალულია ამ კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დაწესებულებების მოსამსახურეებისათვის მათი შესაბამისი ქვედანაყოფების ტერიტორიაზე საარჩევნო უბნების შექმნა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
7. საოლქო საარჩევნო კომისია საარჩევნო უბნების შექმნიდან არაუგვიანეს 5 დღისა, ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 2 დღის ვადაში, უსკოს ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს საარჩევნო უბნების ნომრებს, საუბნო საარჩევნო კომისიების მისამართებს, საკონტაქტო ტელეფონის ნომრებსა და სხვა რეკვიზიტებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის 2 აგვისტოს კანონი №175 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 02.08.2012წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს  კანონი № 16 9 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.0 8 .2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ.