Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 201 2 -1. სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. 22. სამგზავრო დოკუმენტი ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი მოქალაქეობის ქვეყნისა ან ადრინდელი მუდმივი საცხოვრებელი ქვეყნისა, აგრეთვე იმ სახელმწიფოებისა, რომლებშიც მისი და მისი ოჯახის წევრების მდგომარეობა უსაფრთხოდ არ მიიჩნევა) გასასვლელად. 23. სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. 3. საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 201 2 -2. სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი წარმოშობის ქვეყნისა) გასასვლელად. 2 -3. სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით. 3 -1. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. 4. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასპორტის ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 201 1. საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. 11. საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი), ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო პასპორტის ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი. 12. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი. 2. პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. |
საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ article 201 5. საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო მფლობელისთვის მის გადაცემას − სააგენტო ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 51. სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სააგენტოსგან მიღებული , ამ კანონით გათვალისწინებული, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . 6. სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პასპორტის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ( სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას არ გამოიყენება ამ კანონის 20-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი). |