Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 39 ბავშვის უფლება დამოუკიდებელ გასაჩივრების მექანიზმებზე. 1. ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში უნდა არსებობდეს ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მექანიზმები. ეს მექანიზმები არ უნდა ახალისებდეს ბავშვის არაკეთილსინდისიერ ქცევას, მიმართული უნდა იყოს ობიექტური გარემოებების დადგენისკენ და უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვისა და სხვათა უფლებების პატივისცემასა და დაცვას. 2. ბავშვს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია მისი საჩივრის განხილვის მექანიზმების შესახებ. 3. ბავშვი მისი საჩივრის განხილვის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მხარდაჭერით, კერძოდ, კომუნიკაციის, საკუთარი მოსაზრების გამოხატვისა და სათანადოდ გათვალისწინების ინსტრუმენტების დანერგვით. 4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ბავშვის საჩივრის განხილვის დამოუკიდებელ მექანიზმებს შეიმუშავებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. |