FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  111

ავტორიზაცია.
1. საბაჟო ორგანოს მიერ გაცემული ავტორიზაცია აუცილებელია შიდა გადამუშავების, გარე გადამუშავების, დროებით შემოტანის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენების პროცედურების გამოყენებისთვის.
2. საბაჟო ორგანომ დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე შეიძლება გასცეს ავტორიზაცია უკუქცევითი ძალით, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) დადასტურებულია შესაბამისი საბაჟო პროცედურის ეკონომიკური საჭიროება;
    ბ) განცხადება არ უკავშირდება საბაჟო ორგანოს მოტყუების მცდელობას;
    გ) დაინტერესებული პირის საბუღალტრო ჩანაწერებით დასტურდება: გ.ა) შესაბამის საბაჟო პროცედურასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება; გ.ბ) შესაბამის პერიოდში საქონლის იდენტიფიკაციის შესაძლებლობა, როდესაც ეს შესაძლებელია; გ.გ) ამ ჩანაწერებით შესაბამისი პროცედურის კონტროლის შესაძლებლობა;
    დ) შესაძლებელია საქონელთან დაკავშირებით განხორციელდეს ყველა საჭირო ფორმალობა, მათ შორის, საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა, თუ ეს აუცილებელია;
    ე) განცხადების მიღებამდე 3 წლის განმავლობაში განმცხადებელზე არ არის გაცემული ავტორიზაცია უკუქცევითი ძალით;
    ვ) არ მოითხოვება ეკონომიკური პირობების შესწავლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც განმცხადებელი ითხოვს იმავე სახის ოპერაციასა და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებას;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  111

ზ) იმავე სახის ოპერაციასა და საქონელზე მანამდე გაცემული ავტორიზაციის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებული განცხადება წარდგენილია პირველადი ავტორიზაციის გაცემიდან 3 წლის ვადაში.
3. საბაჟო ორგანომ შეიძლება უკუქცევითი ძალით გასცეს ავტორიზაცია იმ საქონელზე, რომელიც მოქცეული იყო საბაჟო პროცედურაში, მაგრამ რომელიც ამ ავტორიზაციის გაცემასთან დაკავშირებული დაინტერესებული პირის განცხადების მიღების მომენტში ხელმისაწვდომი აღარ არის.
4. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზაცია გაიცემა პირზე, რომელიც აკმაყოფილებს ყველა შემდეგ პირობას:
    ა) იგი არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დაფუძნებული პირი;
    ბ) იგი ადასტურებს ოპერაციების სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობას. მიიჩნევა, რომ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი აკმაყოფილებს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირობას, თუ მის მიერ განსახორციელებელი ოპერაციები მითითებულია ამ კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ ავტორიზაციაში;
    გ) იგი წარმოადგენს ამ კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებულ გარანტიას, თუ საქონლის სპეციალურ პროცედურაში მოქცევა იწვევს საბაჟო ვალდებულების წარმოშობას;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  111

დ) დროებით შემოტანის ან შიდა გადამუშავების პროცედურის შემთხვევაში იგი დადგენილი წესით იყენებს საქონელს ან ორგანიზებას უწევს მის გამოყენებას ანდა ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციას ან ორგანიზებას უწევს მის განხორციელებას.
5. თუ საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ავტორიზაცია გაიცემა, თუ ამავე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პირობების გარდა სრულდება აგრეთვე შემდეგი პირობები:
    ა) საბაჟო ორგანოს ექნება შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობა ეკონომიკურ საჭიროებასთან შეუსაბამო ადმინისტრაციული ფორმალობის გარეშე;
    ბ) შიდა გადამუშავების ან გარე გადამუშავების პროცედურასთან დაკავშირებული ავტორიზაციის გაცემა ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
6. მიიჩნევა, რომ ავტორიზაციის გაცემა ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს, თუ არ არსებობს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება ან თუ ეკონომიკური პირობები შესრულებულად ჩაითვლება.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  111

7. შემთხვევები, როდესაც ავტორიზაციის გაცემისთვის აუცილებელია ადგილობრივი მეწარმის ინტერესებზე მისი გაცემის გავლენის შესწავლა, და შესაბამისი კომპეტენტური უწყება, რომლის დასკვნაც აუცილებელია ავტორიზაციის გაცემისთვის, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
8. საბაჟო ორგანოს მიერ ავტორიზაციის გაცემის წესი და პირობები და ამ პირობების შესრულებისგან გათავისუფლების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.