FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

article  1891

სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა.
1. გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის ავტორობის მითვისება ან თანაავტორობაზე იძულება – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, – ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
3. წინასწარი შეცნობით სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონოდ გამოყენება, – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.