Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 180 სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) ბრუნვის წესების დარღვევა. 1. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) შესაბამისი ნებართვის გარეშე შეძენა, შენახვა ან ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ. 2. სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (თოფის) მართლსაწინააღმდეგო გადაცემა ან გასხვისება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით ან ამ ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ ამავე მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით განსაზღვრული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით. |