FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  80

პარლამენტის მორიგი და რიგგარეშე სესიები, რიგგარეშე სხდომა.
1. პარლამენტი იკრიბება მორიგ ან რიგგარეშე სესიაზე.
2. პარლამენტი მორიგ სესიაზე საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით იკრიბება წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიებზე. საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და იხურება დეკემბრის მესამე პარასკევს, ხოლო საგაზაფხულო სესია იხსნება თებერვლის პირველ სამშაბათს და იხურება ივნისის ბოლო პარასკევს.
3. სესიის გახსნისას და დახურვისას სრულდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი.
4. პარლამენტის სესია გახსნილად ცხადდება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ხოლო დახურულად − პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ან პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.
5. პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე იკრიბება მხოლოდ მორიგ სესიებს შორის პერიოდში, ხოლო რიგგარეშე სხდომაზე/სხდომებზე − მორიგი სესიის მიმდინარეობისას.
6. პარლამენტის მორიგი სესია ოფიციალურად მოწვევას არ საჭიროებს. პარლამენტის რიგგარეშე სესია და რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საქართველოს კონსტიტუციითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  80

7. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარის, პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის ან საქართველოს მთავრობის მოთხოვნით პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში იწვევს რიგგარეშე სესიას, ხოლო მორიგი სესიის მიმდინარეობისას − რიგგარეშე სხდომას.
8. პარლამენტის თავმჯდომარე ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედი პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ან პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს. პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას ერთვის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველ საკითხთა ნუსხა, ხოლო პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას – რიგგარეშე სესიაზე განსახილველ სავარაუდო საკითხთა ნუსხა.
9. პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის აქტი გამოიცემა წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საწინააღმდეგო შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პარლამენტი იკრიბება მომდევნო 48 საათის განმავლობაში.
10. საქართველოს მთავრობა პარლამენტის რიგგარეშე სესიის ან რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობით მოთხოვნას საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  80

11. საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიას ან რიგგარეშე სხდომას მოიწვევს მისი მოწვევის თაობაზე წერილობითი მოთხოვნით განსაზღვრულ ვადაში, რაც პარლამენტის წევრებს პირადად უნდა ეცნობოთ.
12. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისას მისი დღის წესრიგი განისაზღვრება ამ რეგლამენტის 85-ე მუხლით დადგენილი წესით. პარლამენტის რიგგარეშე სხდომა იმართება მხოლოდ განსაზღვრული დღის წესრიგით და იხურება მისი ამოწურვისთანავე.
13. პარლამენტის რიგგარეშე სესიასა და რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 82-ე მუხლის მე-2–მე-4 პუნქტების მოთხოვნები.
14. პარლამენტის რიგგარეშე სესია ან რიგგარეშე სხდომა უნდა დამთავრდეს მორიგი სესიის დაწყებამდე არაუგვიანეს 1 დღისა. პარლამენტს შეუძლია მორიგი სესიის დღის წესრიგში შეიტანოს ის საკითხი/საკითხები, რომლის/რომელთა განხილვაც ვერ დაასრულა რიგგარეშე სესიაზე.