FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

article  9

2. სალიცენზიო/სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით, შესაბამისი ლიცენზიის/ნებართვის გაცემამდე, გარდა ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ბ“−„ლ“ ქვეპუნქტებითა და 10-11 პუნქტებით დადგენილი ოდენობით. ამასთანავე, აღნიშნული სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება და მისი გადახდის შესახებ განაცხადი შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინება ამ ნებართვის გაცემის დღიდან არაუგვიანეს ყოველი მომდევნო 12 თვისა. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ, შესაბამისი ნებართვის გაცემამდე. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის „ვ“, „თ“, „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის პირველი წლის სანებართვო მოსაკრებელი გადაიხდება სრულად, იმ სამორინის მოწყობის ნებართვის, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის მიმდინარე წლის დასრულებამდე დარჩენილი დღეების მიუხედავად, რომლის საფუძველზედაც გაცემულია აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების  ნებართვა.
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

article  9

21. სათამაშო აპარატების სალონის, სამორინის, აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის, ლოტოს ან ბინგოს მოწყობის ნებართვის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინის თამაშობების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ან სისტემურ-ელექტრონული ფორმით ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ან აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის ვადაზე ადრე გაუქმების შემთხვევაში ამ ნებართვის მფლობელს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლის დარჩენილი ნაწილის გადახდის ვალდებულება არ ეკისრება.
22. თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მაძიებელი სანებართვო მოსაკრებელს იხდის ნებართვის მოქმედების ვადის შესაბამისი ოდენობით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნული ვალუტით ბანკებში, დადგენილი ფორმის ქვითრის გაცემით.
5. ლიცენზიის/ნებართვის მაძიებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა საბუთებთან ერთად, წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ

article  9

6. ლიცენზიის/ნებართვის მოწმობის დუბლიკატის მიმღები ფიზიკური ან იურიდიული პირი ვალდებულია სალიცენზიო/სანებართვო მოწმობის დუბლიკატის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი წერილობით განცხადებასთან ერთად წარუდგინოს ლიცენზიის/ნებართვის გამცემ ორგანოს.
7. კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით ლიცენზიის/ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადახდევინებული მოსაკრებელი უკან დაბრუნებას არ ექვემდებარება.