FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  1

კოდექსის მიზანი და რეგულირების სფერო.
1. ამ კოდექსის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
2. ეს კოდექსი ვრცელდება სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების წარმოებაზე, გადამუშავებასა და დისტრიბუციაზე, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე, პირველად წარმოებაზე, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, მცენარეთა სიჯანსაღეზე, ვეტერინარულ პრეპარატებზე, პესტიციდებსა და აგროქიმიკატებზე, აგრეთვე გარემოს დაცვაზე ამ კოდექსის მიზნიდან გამომდინარე.
3. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის კონტროლი, ვეტერინარული კონტროლი და ფიტოსანიტარიული კონტროლი, რომლებიც უკავშირდება საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებას (იმპორტი, რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი), რეგულირდება ამ კოდექსით, საქართველოს საბაჟო კოდექსითა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით.
4. ეს კოდექსი არეგულირებს და განსაზღვრავს:
    ა) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის ძირითად პრინციპებსა და მოთხოვნებს;
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  1

ბ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროების სახელმწიფო კონტროლის სახეებს;
    გ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიკვლევადობასთან დაკავშირებულ ზოგად მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე;
    დ) სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციებს;
    ე) ბიზნესოპერატორის ვალდებულებებს;
    ვ) ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, მცენარეთა დაცვისა და სიჯანსაღის ძირითად მოთხოვნებსა და პირობებს;
    ზ) საქართველოს ტერიტორიაზე ვეტერინარულ კარანტინს და მცენარეთა კარანტინს;
    თ) სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, მცენარის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ექსპორტისა და იმპორტის მოთხოვნებს;
    ი) ამ კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისათვის შესაბამის პასუხისმგებლობას.
5. ამ კოდექსის მოთხოვნებთან ერთად საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული გამარტივებული მოთხოვნები ვრცელდება იმ ბიზნესოპერატორზე:
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  1

ა) რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი და რომელიც ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისთვის ან იმ საცალო ვაჭრობის პუნქტისთვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს;
    ბ) რომელიც ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება ს, გა­და­მუ­შა­ვება ს ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას;
    გ) რომელიც მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და დისტრიბუციას, ასევე პირველად წარმოებას .
6. ამ კოდექსით გათვალისწინებული სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლი არ ვრცელდება ფიზიკური პირის მიერ სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებაზე, ასევე პირველად წარმოებაზე , რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად არის ოჯახური წარმოების სუბიექტი (შემდგომ – ოჯახური წარმოების სუბიექტი).
7. ვეტერინარული კონტროლისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფარგლებში ოჯახური წარმოების სუბიექტზე ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებული, ამ სუბიექტთან დაკავშირებული დებულებები.
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი

article  1

საქართველოს 2014  წლის 17 აპრილის   კანონი №2285  - ვებგვერდი, 02.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 15 დეკემბრის  კანონი  №1754  - ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის  კანონი  №4933  - ვებგვერდი, 04.07.2019წ.