Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
პროკურატურის შესახებ article 77 დისციპლინური წარმოება. 1. პროკურატურის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის, შეუფერებელი საქციელის ჩადენის ანდა კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექცია (შემდგომ − გენერალური ინსპექცია) ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას. 2. გენერალური ინსპექცია ანგარიშვალდებულია გენერალური პროკურორის წინაშე. 3. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია პროკურატურის თანამშრომლის მიერ დისციპლინური გადაცდომის ან სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ. 4. სამსახურებრივი შემოწმების ფარგლებში გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს პროკურატურის თანამშრომელი ან ნებისმიერი პირი და მიიღოს ახსნა-განმარტება შესამოწმებელი ფაქტის ირგვლივ; ბ) განუმარტოს პირს მისი უფლება, უარი თქვას ახსნა-განმარტების მიცემაზე; გ) გამოითხოვოს საკითხის შესასწავლად საჭირო ყველა მასალა, დოკუმენტი ან ინფორმაცია; დ) სპეციალური ცოდნის საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს და მიიღოს კონსულტაცია სპეციალისტისგან; ე) შეადგინოს დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების თაობაზე; ვ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. |
პროკურატურის შესახებ article 77 5. დასკვნა სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე წარედგინება გენერალურ პროკურორს. 6. გენერალური პროკურორი პროკურატურის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე დასკვნას განსახილველად გადასცემს კარიერის მართვის, ეთიკისა და წახალისების საბჭოს. 7. პროკურატურის თანამშრომელი, რომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილება, უფლებამოსილია ახსნა-განმარტების მისაცემად დაესწროს საბჭოს სხდომას. 8. საბჭოს გადაწყვეტილებით და დამსწრე პირთა თანხმობით შესაძლებელია საბჭოს სხდომის აუდიო/ვიდეოჩაწერა. 9. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით. გენერალური პროკურორი კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საბჭოს წევრი უფლებამოსილია თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. 10. საბჭოს გადაწყვეტილება, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, წარედგინება გენერალურ პროკურორს. |