FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  149

მოგების ან ზარალის აუღიარებლობა.
1. დასაბეგრი შემოსავლის განსაზღვრისას არანაირი მოგება ან ზარალი მხედველობაში არ მიიღება, თუ ხდება:
    ა) აქტივის გადაცემა მეუღლეებს შორის;
    ბ) აქტივის გადაცემა ყოფილ მეუღლეებს შორის განქორწინების დროს;
    გ) აქტივის არანებაყოფლობითი განადგურება/ჩამორთმევა და განადგურების/ჩამორთმევის წლის მომდევნო 2 წლის დასრულებამდე: გ.ა) განადგურების/ჩამორთმევის შედეგად მიღებული კომპენსაციის თანხის რეინვესტირება ხორციელდება მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივში; გ.ბ) განადგურებული/ჩამორთმეული აქტივის ჩანაცვლება ხდება კომპენსაციის შედეგად მიღებული მსგავსი სახისა და მახასიათებლის მქონე აქტივით;
    დ) უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ნებისმიერი ფორმით (მათ შორის, საერთაშორისო დეპოზიტარული ხელწერილების სახით) სავაჭროდ დაშვებული/განთავსებული რეზიდენტი კომპანიის აქციების რეგისტრირებული მესაკუთრის ცვლილება ამ აქციების ბენეფიციარი მესაკუთრის შეუცვლელად;
    ე) რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხების ან ფინანსური გირავნობის  ფარგლებში სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდება და მისი ან მისი ეკვივალენტური სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდის წინასწარ შეთანხმებულ ფასად გამყიდველისთვის/გამსესხებლისთვის დაბრუნება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  149

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში აღნიშნული შემცვლელი აქტივის ღირებულება განისაზღვრება შეცვლილი აქტივის საბალანსო ღირებულების გათვალისწინებით განადგურების/ჩამორთმევის მომენტისათვის.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაცემული აქტივის ღირებულებად ითვლება გარიგების მომენტში მოცემული აქტივის ღირებულება გადამცემი მხარისათვის.
4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად ჯგუფის ყველა აქტივი ერთდროულად გადაიცემა.