Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 10 მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობა. 1. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისას მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების განსაზღვრაში დაინტერესებული პირების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად სააგენტო მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტს მისთვის წარდგენიდან 5 კალენდარული დღის ვადაში განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2. დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ, მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ამ ვებგვერდზე განათავსონ ან/და სააგენტოს მატერიალურად წარუდგინონ საკუთარი მოსაზრებები/შენიშვნები ამ გეგმის პროექტთან დაკავშირებით. სააგენტო 10 კალენდარული დღის ვადაში იხილავს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს და საჭიროების შემთხვევაში მათ უგზავნის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელ პირს ამ მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად. |
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ article 10 3. მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი ვალდებულია დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების მიღებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში სააგენტოს შესათანხმებლად წარუდგინოს ამ მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებით გადამუშავებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების საბოლოო გეგმა. 4. თუ მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირი არ გაითვალისწინებს დაინტერესებული პირების მოსაზრებებს/შენიშვნებს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით, იგი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე სააგენტოს წარუდგინოს აღნიშნული მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის დასაბუთება. ეს დასაბუთება განთავსდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე. 5. ამ კანონის მე-8 მუხლის მე-9 პუნქტით ან მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შემუშავებისთვის პასუხისმგებელი ორგანო. |