Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 6 მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ვალდებულებები. 1. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ დაბარების შემთხვევაში გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარებული უნდა იქნეს გონივრული ვადით ადრე და გონივრული პერიოდულობით. 2. სამინისტროს უფლებამოსილი პირი მსჯავრდებულს/უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში დაბარების შესახებ შეტყობინებას უგზავნის მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან, მისი პირობით ვადამდე გათავისუფლების/მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან, მისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის მიღებიდან არაუგვიანეს 10 დღისა. |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 6 3. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას სამინისტროს უფლებამოსილი პირი არკვევს მის ფაქტობრივ საცხოვრებელ ადგილს, სამუშაო ადგილს, მასთან ერთად მცხოვრებ პირთა შესახებ მონაცემებს (სახელი, გვარი, ასაკი, მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან არსებული კავშირი) და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ბრძანებით განსაზღვრულ სხვა საკითხებს. მსჯავრდებულს/ უფლებაჩამორთმეულ პირს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში გამოცხადებისას წერილობით განემარტება ამ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა. 4. მსჯავრდებული/უფლებაჩამორთმეული პირი ვალდებულია ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მონაცემის ცვლილებისას ამის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 5 დღისა, აცნობოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს თავისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის/ უფლებაჩამორთმეული პირის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეუსრულებლად არ ჩაითვლება, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი საპატიო მიზეზი: |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 6 ა) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომლის გამოც მას არ შეუძლია გამოცხადდეს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში, რაც ექიმის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება; ბ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის ახლო ნათესავის (მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, ბებია, პაპა, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული)) ან მსჯავრდებულთან/უფლებაჩამორთმეულ პირთან მუდმივად მცხოვრები პირის გარდაცვალება; გ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სამსახურებრივ ან პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მივლინება, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება; დ) დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობა, კერძოდ, სტიქიური უბედურება, ავარია, ხანძარი, მასობრივი არეულობა, სამხედრო მოქმედება, კარანტინი ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, რაც შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით დასტურდება; ე) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის კანონით დადგენილი წესით დაკავება/პატიმრობა, მისი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებსა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებში მონაწილეობა, რაც შესაბამისი დოკუმენტით დასტურდება; |
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ article 6 ვ) მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში ყოფნა, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით, რომელიც წარედგინება სამინისტროს სათანადო ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევამდე; ზ) სხვა გარემოება, რომელიც მიჩნეულია საპატიო მიზეზად მინისტრის ბრძანებით. 6. მსჯავრდებულის/უფლებაჩამორთმეული პირის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების არასაპატიო მიზეზით შეუსრულებლობა იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება მსჯავრდებულს ეკისრება ნასამართლობის ვადით, ხოლო უფლებაჩამორთმეულ პირს − უფლების ჩამორთმევის ვადით. 8. უფლებაჩამორთმეულ პირს ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება ნასამართლობის ვადით ეკისრება, თუ მისთვის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლების ჩამორთმევის ვადა ნასამართლობის ვადაზე ნაკლებია. |