FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 4

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  25

სამსახურისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება.
1. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება საეჭვო გარიგების ან ასეთი გარიგების მომზადების, დადების ან შესრულების მცდელობის შესახებ.
2. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარიგების გარდა, შეიძლება განისაზღვროს გარიგებათა სახეობები, რომელთა შესახებ ანგარიშგება ანგარიშვალდებულმა პირმა სამსახურს უნდა წარუდგინოს. გარიგებათა ასეთი სახეობები განისაზღვრება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული ან სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც მათი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით გამოყენების ალბათობაზე მიუთითებს.
3. სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით შეიძლება განისაზღვროს ანგარიშვალდებული პირის მიერ სამსახურისთვის ანგარიშგების წარდგენის ვალდებულება ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურის უფროსის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  25

41. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად იდენტიფიცირებული საეჭვო გარიგების ან/და უჩვეულო გარიგების შესახებ ანგარიშგება უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან/და ამ უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში. საეჭვო გარიგებისა და უჩვეულო გარიგების გამოვლენის კრიტერიუმებს ადგენს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
42. საეჭვო გარიგების ან/და უჩვეულო გარიგების გამოვლენისთანავე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციამდე სამსახურს წარუდგინოს აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგება. თუ ანგარიშგების მიღებიდან არაუგვიანეს 24 საათისა სამსახური ამ კანონის 36-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას არ გამოიყენებს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო სარეგისტრაციო წარმოებას აგრძელებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს სათანადო გადაწყვეტილებას.
43. თუ საეჭვო გარიგება ან/და უჩვეულო გარიგება ამ გარიგებით გათვალისწინებული უფლების რეგისტრაციის შემდეგ გამოვლინდა, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია აღნიშნულ გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგება სამსახურს ამ გარიგების გამოვლენის დღესვე წარუდგინოს.
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  25

44. სამსახური არაუმეტეს წელიწადში ერთხელ საეჭვო გარიგებასთან ან/და უჩვეულო გარიგებასთან დაკავშირებული ანგარიშგების შესახებ უკუკავშირს ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან.
5. შემოსავლების სამსახური ვალდებულია სამსახურს წარუდგინოს ანგარიშგება 30 000 ლარზე ან უცხოურ ვალუტაში 30 000 ლარის ეკვივალენტზე მეტი ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების შესახებ. სამსახურს უნდა წარედგინოს აგრეთვე ანგარიშგება საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად ან არასწორი დეკლარირებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ნაღდი ფულის ან ფასიანი ქაღალდების გადაადგილების შესახებ.
6. ანგარიშვალდებული პირი ვალდებულია სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში მას წარუდგინოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოპოვებული ნებისმიერი ინფორმაცია (დოკუმენტი) გარიგების ან გარიგების მონაწილე პირის (პირების) შესახებ, აგრეთვე სხვა ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად ესაჭიროება (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია).
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  25

7. ადვოკატი ამ მუხლით გათვალისწინებულ ანგარიშგებას ან სხვა ინფორმაციას (დოკუმენტს) სამსახურს წარუდგენს იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროფესიული საიდუმლოების დაცვის ვალდებულებას.