Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ article 41 მტკიცებულებათა გადაცემა. 1. მტკიცებულების მიზნით ამოღებული საგანი, ქონებრივი ღირებულების მქონე ნივთი, დოკუმენტი, წერილობითი მასალა ან/და სხვა ნივთი, რომელიც სტატუტითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, მტკიცებულებად შეიძლება იქნეს გამოყენებული, საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა თავისივე თხოვნის საფუძველზე. 2. თუ მესამე პირი ან დაზარალებული, რომელთა ადგილსამყოფელიც საქართველოშია, მოითხოვენ მათი უფლებების დაცვას ამოღებულ საგანზე ან სხვა მტკიცებულებაზე, იგი საერთაშორისო სასამართლოს გადაეცემა იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო სასამართლო ვალდებულებას იღებს, რომ პროცესის დასრულების შემდეგ ამ საგანს ან სხვა მტკიცებულებას უფასოდ დააბრუნებს. 3. გადაცემა შეიძლება გადაიდოს, თუ საგანი ან სხვა მტკიცებულება საქართველოში მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესისთვის საჭიროა და საერთაშორისო სასამართლო, თათბირის შედეგად, ამაზე თანხმობას განაცხადებს. |