Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
თავდაცვის კოდექსი article 169 სახელმწიფოს უფლებამოსილებები მოხალისეობასთან დაკავშირებით. 1. მოხალისეთა ორგანიზაციის/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტის მიერ მოხალისეობრივი საქმიანობის განხორციელების კოორდინაციისა და კონტროლის მიზნით სამინისტროს სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით იქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. სამინისტრო უფლებამოსილია: ა) კონკრეტული მიზნის მისაღწევად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე/მოხალისეთა ორგანიზაციაზე გასცეს გრანტი; ბ) ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს/მოხალისეთა ორგანიზაციას/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტს/მოხალისეს მიანიჭოს უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სამინისტროს ბალანსზე არსებული ქონებით; გ) მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში: გ.ა) უზრუნველყოს მოხალისისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და მისი რეაბილიტაცია, თუ მოხალისის ჯანმრთელობის მდგომარეობა სამინისტროს ან ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ ორგანიზებული ღონისძიების განხორციელებისას გაუარესდა; |
თავდაცვის კოდექსი article 169 გ.ბ) მოხალისეთა სისტემის განვითარებისთვის უზრუნველყოს სპორტული და სასწავლო სივრცეების ფუნქციონირება, სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში საგანმანათლებლო კურსების დაგეგმვა; გ.გ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამის ღონისძიებაში ჩართული პირები უზრუნველყოს კვებით, სამედიცინო მომსახურებით, განთავსებით, სათანადო ქონებით/აღჭურვილობით/ტექნიკით და ტრანსპორტირებით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი სამინისტროსთან შეთანხმებით: ა) უფლებამოსილია: ა.ა) ხელი შეუწყოს კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციაში; ა.ბ) უზრუნველყოს პატრიოტული, სალაშქრო, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებების, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში − სამხედრო-სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება; ბ) აფორმებს ხელშეკრულებას მოხალისეთა ორგანიზაციასთან/მოხალისეთა ორგანიზაციად გახდომის კანდიდატის სტატუსის მქონე სუბიექტთან; გ) აფორმებს მოხალისეობით ხელშეკრულებას მოხალისესთან; დ) გასცემს მოხალისის სტატუსის დამადასტურებელ მოწმობას; ე) გეგმავს ან/და ახორციელებს სამინისტროს მიერ დაგეგმილ, მოხალისეობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ვ) უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს გრანტი, ჰქონდეს საკუთარი შემოსავალი ან/და სხვა დაფინანსება; |
თავდაცვის კოდექსი article 169 ზ) უზრუნველყოფს მოხალისეთა ორგანიზაციისა და მოხალისის მიერ ამ კოდექსისა და მათთან გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებას, აგრეთვე მათ მიერ მიღებული ქონებით სარგებლობას და ფულადი სახსრების ხარჯვას. 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისეთა ორგანიზაციის მართვაში მონაწილეობს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებით დადგენილი წესით. |