Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს საპატენტო კანონი article 19 პატენტის მიღების უფლება. 1. პატენტის მიღების უფლება აქვს გამომგონებელს ან მის უფლებამონაცვლეს. 2. რამდენიმე პირის მიერ შექმნილი გამოგონების პატენტის მიღების უფლება აქვს როგორც ყველა თანაგამომგონებელს ერთად, ისე თითოეულ მათგანს სხვა თანაგამომგონებლების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, თუ თანაგამომგონებელთა შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. თუ ერთი და იგივე გამოგონება დამოუკიდებლად შექმნა ორმა ან ორზე მეტმა პირმა, პატენტის მიღების უფლება აქვს იმ გამომგონებელს, რომლის განაცხადსაც უფრო ადრინდელი პრიორიტეტი აქვს. 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განაცხადებს დაუდგინდათ ერთი და იგივე პრიო-რიტეტი, პატენტი გაიცემა განმცხადებელთა შეთანხმებაში მითითებულ პირზე (პირებზე). მხარეთა შეუთანხმებ-ლობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლო. 5. დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ შექმნილ გამოგონებაზე, რომელიც უკავშირდება სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. |
საქართველოს საპატენტო კანონი article 19 6. თუ გამოგონების შექმნა არ უკავშირდება დასაქმებულის ან/და შეკვეთის მიმღების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ან შეკვეთის შესრულებას, მაგრამ დასაქმებულმა/შეკვეთის მიმღებმა გამოგონების შესაქმნელად გამოიყენა დამსაქმებლის/შემკვეთის მფლობელობაში არსებული რესურსი, პატენტის მიღების უფლება აქვს დამსაქმებელს/შემკვეთს, ხოლო დასაქმებულს/შეკვეთის მიმღებს ეკუთვნის ამ გამოგონებაზე უსასყიდლოდ არაექსკლუზიური კერძო ლიცენზიის მიღების ან/და პატენტიდან გამომდინარე განსაკუთრებული უფლებების შესყიდვის უპირატესი უფლება, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 7. ერთი და იმავე პრიორიტეტის მქონე ერთსა და იმავე გამოგონებაზე, რომელზედაც ერთი და იმავე განმცხადებლის მიერ შეტანილია რამდენიმე განაცხადი, არ შეიძლება გაიცეს ერთზე მეტი პატენტი. |