FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  401

მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება.
1. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ საქმეზე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია გაათავისუფლოს მოვალის მოძრავი ქონება ყადაღისაგან იმ შემთხვევაში, თუ მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე. თუ ყადაღადადებულ მოძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია გირავნობა (მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა) სხვა პირის/პირების სასარგებლოდ, ამ მუხლით დადგენილი წესით ყადაღის მოხსნის მიუხედავად, გირავნობა უცვლელი რჩება.
2. თუ სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული მოძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია ყადაღისაგან გაათავისუფლოს მოძრავი ქონება იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ქონებაზე არ არის რეგისტრირებული გირავნობის უფლება სხვა მოგირავნის/მოგირავნეების სასარგებლოდ და მოვალე დაფარავს მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  401

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოვალის განცხადების საფუძველზე მოძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას ადგენს აღსრულების ეროვნული ბიურო ან აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალებით სხვა კომპეტენტური პირი. მოვალე უფლებამოსილია მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შესახებ განცხადებას დაურთოს სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე 6 თვის განმავლობაში გაცემული კომპეტენტური პირის ან ორგანოს დასკვნა ქონების საბაზრო ღირებულების შესახებ, რომლის დასაშვებობის საკითხს წყვეტს აღსრულების ეროვნული ბიურო.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული წესებით მოვალის მოძრავი ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების შემთხვევებში ამ ქონებაზე ამავე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში აღსრულება არ დაიშვება, ხოლო მოვალის მიერ გადახდილი ქონების საბაზრო ღირებულება ჩაითვლება აღსასრულებელი მოთხოვნის შესრულებულ ნაწილად.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით მოძრავი ქონების, როგორც გირავნობის საგნის, ყადაღისაგან განთავისუფლება იწვევს აღნიშნულ ქონებაზე ამ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო გირავნობის გაუქმებას.
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

article  401

6. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებამდე კრედიტორის განცხადების საფუძველზე ყადაღადადებული ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.
7. არაუზრუნველყოფილი კრედიტორის სასარგებლოდ იძულებითი აღსრულების განხორციელებისას, თუ მოვალის მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ, მაგრამ არა უგვიანეს ამ ქონებაზე იძულებითი აუქციონის საჯაროდ გამოცხადებისა, მოგირავნე განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას და აღსრულების ეროვნულ ბიუროს წარუდგენს გირავნობის უფლების დამადასტურებელ ამონაწერს შესაბამისი რეესტრიდან, აღსრულების ეროვნული ბიურო ამ ქონებას ყადაღისაგან ათავისუფლებს.