Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 21 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მასალების გადაცემა ამხანაგური სასამართლოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციის ან შრომითი კოლექტივის განსახილველად. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი თავისუფლდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მასალები განსახილველად გადაეცემა ამხანაგურ სასამართლოს, საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან შრომით კოლექტივს, თუ ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით მიზანშეწონილია მას შეეფარდოს საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომა. ამ კოდექსის 50-ე, 119-ე, 122-ე, 126-ე, 155-ე, 159-ე, 161-ე, 170-ე, 171-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩამდენთა მიმართ გამოყენებული საზოგადოებრივი ზემოქმედების ზომების შესახებ ადმინისტრაცია საწარმოში, დაწესებულებაში, ორგანიზაციასა და მათ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში შექმნილი ამხანაგური სასამართლო ან საზოგადოებრივი ორგანიზაცია მოვალენი არიან ათი დღის ვადაში აცნობონ მასალების გამომგზავნ ორგანოს (თანამდებობის პირს). საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1985 წლის 16 ოქტომბრის ბრძანებულება №408 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №10-ის დანართი, ოქტომბერი, 1985 წ., მუხ.370 საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992 წლის 3 აგვისტოს დეკრეტი – საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ნორმატიული აქტების კრებული, ტ.I, 1992 წ., მუხ.128 |