Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ article 10 სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია. 1. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობა − სურსათის შეწირულების სახით გაცემა და გადანაწილება ბენეფიციარისთვის გადაცემით − შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით, ავტორიზაციის შემდეგ. 2. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ექვემდებარება: ა) სურსათის შეწირულების სახით გამცემი პირი; ბ) შეწირული სურსათის მიმღები სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი. 3. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზას აწარმოებს სააგენტო. 4. სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |