Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1821 პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა ან პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა. 1. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 3. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 4. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. 5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 1821 6. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში არ დაიშვება, ან ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, იარაღის კონფისკაციით. |