Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 109 ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ანგარიშგების მომზადება და წარდგენა. 1. მხარჯავი დაწესებულებები ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს მოთხოვნის შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებს და წარუდგენენ ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანოს არა უგვიანეს 15 თებერვლისა. ავტონომიური რესპუბლიკის საფინანსო ორგანო, თავის მხრივ, ამზადებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს და განსახილველად წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. 2. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს საბიუჯეტო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვისა წარუდგენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. |