FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  36

საბიუჯეტო განაცხადების წარდგენა.
1. მხარჯავი დაწესებულებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადებს წარუდგენენ არა უგვიანეს 1 სექტემბრისა. საბიუჯეტო განაცხადი უნდა შეიცავდეს არანაკლებ შემდეგ ინფორმაციას:
    ა) გასული, მიმდინარე და დასაგეგმი საბიუჯეტო წლებისათვის: ა.ა) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით; ა.ბ) მხარჯავი დაწესებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების გაანგარიშებას პროგრამული კლასიფიკაციის მიხედვით; ა.გ) მხარჯავი დაწესებულებისათვის დამტკიცებულ და საპროგნოზო დასაქმებულთა რიცხოვნობას; ა.დ) ინფორმაციას დონორების მიერ დაფინანსებული პროექტებისა და ამ პროექტების თანადაფინანსებისა და თანამონაწილეობისათვის გათვალისწინებული ასიგნებების შესახებ;
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  36

ა.ე) ინფორმაციას ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ -2.ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის/არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი წყაროდან მისაღები შემოსულობების, გასაწევი გადასახდელების და ნაშთის ცვლილების შესახებ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის (გარდა პროგრამული კლასიფიკაციისა) ყველაზე დაბალი თანრიგის მიხედვით, აგრეთვე ინფორმაციას მომუშავეთა დამტკიცებული რიცხოვნობისა და საპროგნოზო რიცხოვნობის შესახებ;
    ბ) დასაგეგმი საბიუჯეტო წლისათვის და დასაგეგმისშემდგომი სამი საბიუჯეტო წლისათვის მხარჯავი დაწესებულებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განსახორციელებელ პროგრამებსა და ქვეპროგრამებს, მათ დაფინანსებას, აღწერას, მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი შესრულების შეფასების ინდიკატორებს;
    გ) ინფორმაციას საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების შესახებ, ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული მეთოდოლოგიის შესაბამისად.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

article  36

1 -1. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამ კოდექსით საბიუჯეტო განაცხადის წარდგენისათვის გათვალისწინებულ ვადაში წარადგენენ ამ კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები.
2. მხარჯავი დაწესებულების მიერ ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ზღვრული მოცულობების ზევით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საბიუჯეტო განაცხადის წარდგენა დასაშვებია მხოლოდ ბიუჯეტის მართვის ელექტრონულ სისტემაში არსებული საბიუჯეტო განაცხადის ელექტრონული ფორმით.
3. თუ საბიუჯეტო განაცხადში ასახული ინფორმაცია განსხვავებული იქნება ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ.ბ“, „გ.დ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაციისაგან, მხარჯავმა დაწესებულებამ საბიუჯეტო განაცხადთან ერთად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ამ განსხვავების მიზეზების შესახებ.
4. საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებისათვის გათვალისწინებული ასიგნებების ასახვას სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.