Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 82 პარლამენტის მორიგი სესიის ორკვირიანი ციკლი. 1. პარლამენტის მორიგი სესია იგეგმება ორკვირიანი ციკლით. პირველი კვირა, გარდა ახალარჩეული პარლამენტის სხდომების პირველი კვირისა, ეთმობა პლენარულ სხდომებს, ხოლო მეორე კვირა − კომიტეტების მუშაობასა და ამომრჩევლებთან შეხვედრების გამართვას. პარლამენტის წევრების ამომრჩევლებთან შეხვედრების ორგანიზებას უზრუნველყოფენ ფრაქციათა აპარატები. 2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს, 12 საათიდან 21 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე ცხადდება შესვენება. 21 საათის შემდეგ პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით შეიძლება გაგრძელდეს მიმდინარე საკითხის დასრულებამდე ან ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. 3. პარლამენტის მორიგი სესიის სამუშაო ციკლის მსვლელობისას პლენარული სხდომები, როგორც წესი, არ იმართება ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში. პარლამენტის პლენარული სხდომების კვირის ორშაბათს და კანონით გათვალისწინებულ დასვენების და უქმე დღეებში პლენარული სხდომების გამართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პარლამენტის ბიურო. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 82 4. საჭიროების შემთხვევაში პარლამენტს ცვლილება შეაქვს თავისი მუშაობის განრიგში დამსწრეთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა. 5. პარლამენტის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების წელს არჩევნებამდე 1 თვის განმავლობაში, ხოლო პარლამენტის არჩევნების შემთხვევაში − აგრეთვე ახალი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება. ამ პერიოდში, თუ იგი ემთხვევა პარლამენტის მორიგი სესიის პლენარული სხდომების კვირას, საჭიროების შემთხვევაში პლენარულ სხდომებს იწვევს პარლამენტის თავმჯდომარე თავისი ინიციატივით ან პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით. სხვა შემთხვევაში პარლამენტის პლენარული სხდომა მოიწვევა და იმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომისთვის ამ რეგლამენტის მე-80 მუხლით დადგენილი წესით. |