Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 110 ბოლო ალტერნატივის მიწოდება. 1. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს შეარჩევს საქართველოს მთავრობა ღია სატენდერო პროცედურაზე დაყრდნობით. ამასთანავე, დასაშვებია საჯარო ვალდებულების სახით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის განსაზღვრა ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის პირობებს ამტკიცებს და ტენდერს აცხადებს საქართველოს მთავრობა. სატენდერო პირობები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა მოიცავდეს ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შესარჩევ კრიტერიუმებს, სახელშეკრულებო პირობებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაციის ვადას, აგრეთვე მითითებებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესზე, ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასის განსაზღვრისა და მისი ცვლილების მეთოდზე. 3. თუ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის შერჩევის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა (მათ შორის, პრეტენდენტის არარსებობის გამო), საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლად ტენდერის ჩატარების გარეშე დაასახელოს სამინისტროს მიერ წარდგენილი ენერგეტიკული საწარმო. 4. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ავტორიზაცია ხდება არაუმეტეს 5 წლის ვადით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 110 5. თუ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის მიერ საბაზრო საქმიანობის გეგმურად ან არაგეგმურად შეწყვეტის ან ვალდებულებების უხეშად დარღვევის გამო საბოლოო მომხმარებელი კარგავს ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიღების საშუალებას, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უზრუნველყოფს ასეთი საბოლოო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდებას მომხმარებლის მიერ სპეციალური მოთხოვნის წარდგენის გარეშე. 6. თუ მიმწოდებელს ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში არ შეუძლია ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდება საბოლოო მომხმარებლისთვის, იგი ვალდებულია საბოლოო მომხმარებელს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, კომისიასა და შესაბამის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს დროულად აცნობოს მიწოდების შეწყვეტის თარიღი მიწოდების შეწყვეტამდე 30 დღით ადრე მაინც ან, თუ მიმწოდებელს არ შეეძლო წინასწარ სცოდნოდა აღნიშნულის შესახებ, – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა მიწოდების შეუძლებლობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში მომხმარებელს, რომელიც დარჩება მიმწოდებლის გარეშე, ელექტროენერგიას ან ბუნებრივ გაზს ავტომატურად მიაწვდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 110 7. კომისია საბოლოო მომხმარებლებს, ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და შესაბამის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორებს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მიმწოდებლის შესახებ აცნობებს შესაბამისი ინფორმაციის კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებით. კომისიამ ინფორმაცია ვებგვერდზე უნდა გამოაქვეყნოს არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა იმ დღიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა მიმწოდებლის მიერ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეუძლებლობის გამომწვევი გარემოებები. 8. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს ამ მუხლის მე-6 ან მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში წარუდგენენ იმ მომხმარებლების შესახებ ინფორმაციას, რომლებმაც უნდა მიიღონ ბოლო ალტერნატივის მიწოდება. 9. ელექტროენერგიის/ბუნებრივი გაზის მიმწოდებლის საბაზრო საქმიანობის შეწყვეტის პროცედურა განისაზღვრება შესაბამისი სექტორის ბაზრის წესებით. 10. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა საბოლოო მომხმარებლისთვის მიწოდება შეიძლება განახორციელოს არაუმეტეს 3 კალენდარული თვის განმავლობაში. თუ საბოლოო მომხმარებელი აღნიშნულ ვადაში ვერ დადებს მიწოდების ხელშეკრულებას ახალ მიმწოდებელთან, შესაბამისი სისტემის ოპერატორი შეწყვეტს მის მომარაგებას ელექტროენერგიით ან ბუნებრივი გაზით. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 110 11. კომისია ამტკიცებს ბოლო ალტერნატივის მიწოდების წესებს. 12. ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფს გამჭვირვალე და არადისკრიმინაციული გზით ადგენს კომისია მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. 13. კომისიამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ფასი ასახავდეს გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, მიწოდების ფაქტობრივ ხარჯს, აუცილებელი ინვესტიციებისა და მათთან დაკავშირებული ამონაგების ჩათვლით, იმპორტისა და მიწოდების ხარჯებს. 14. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ტარიფს ადგენს კომისია მის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიის შესაბამისად და უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული ტარიფი იყოს უფრო მაღალი, ვიდრე მომხმარებელთა იმავე კატეგორიისთვის ჩვეულებრივ პირობებში მიწოდებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის საშუალო საბაზრო ფასი. 15. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელმა ბოლო ალტერნატივის მიწოდების საქმიანობასთან დაკავშირებით უნდა უზრუნველყოს ამ კანონის შესაბამისად განცალკევება და ფინანსური აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების განცალკევებულად წარმოება. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 110 16. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელსა და საბოლოო მომხმარებელს შორის მიწოდების ხელშეკრულება მიმწოდებლის შეცვლის წესების ან/და სხვა კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად დადებულად ითვლება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყების დღიდან, მიუხედავად იმისა, არსებობდა თუ არა მომხმარებლის შესაბამისი მოთხოვნა. 17. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი ვალდებულია მომხმარებელს გაუგზავნოს წერილობითი შეტყობინება მიწოდების ფასისა და მაქსიმალური ვადის შესახებ ბოლო ალტერნატივის მიწოდების დაწყების დადასტურებიდან 8 დღის განმავლობაში. 18. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი უფლებამოსილია შესაბამისი სისტემის ოპერატორს მოსთხოვოს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტა მომხმარებლის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო. 19. ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელი სულ მცირე წელიწადში ერთხელ, კომისიის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში ამზადებს და კომისიას წარუდგენს საქმიანობის ანგარიშს. ანგარიში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის. |