FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  3

ზოგადი დებულებები.
1. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული შეიძლება დაფუძნდეს სეკიურიტიზაციის კომპანიის ან სეკიურიტიზაციის ფონდის ფორმით.
2. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მითითებას იმის შესახებ, რომ სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეული საქმიანობას ახორციელებს ამ კანონის შესაბამისად.
3. სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის სადამფუძნებლო დოკუმენტით შეიძლება განისაზღვროს რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შესაძლებლობა, რომლებიც შეესაბამება სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის აქტივებისა და ვალდებულებების ერთმანეთისგან განცალკევებულ ნაწილებს. რამდენიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების შექმნის შემთხვევაში:
    ა) სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებიდან შეიძლება დაკმაყოფილდეს (მათ შორის, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის მიმართ რეჟიმის ამოქმედების შემდეგ) მხოლოდ ამ განყოფილებასთან დაკავშირებული ინვესტორთა და კრედიტორთა ის მოთხოვნები, რომლებიც აღნიშნული განყოფილების შექმნასთან, ფუნქციონირებასთან ან ლიკვიდაციასთან დაკავშირებით წარმოიშვა;
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  3

ბ) აქტივები და ვალდებულებები, რომლებიც სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ერთზე მეტ განყოფილებას უკავშირდება, უნდა გაიმიჯნოს და, შესაბამისად, ამ განყოფილებებს ცალ-ცალკე უნდა მიეკუთვნოს;
    გ) სადამფუძნებლო დოკუმენტში ცვლილების შეტანისას, თუ გადასაწყვეტი საკითხი ეხება ექსკლუზიურად რომელიმე სეკიურიტიზაციის განყოფილების აქტივებს/ვალდებულებებს, გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მხოლოდ ამ განყოფილების წილის/პაის მფლობელს (სადამფუძნებლო დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში), აგრეთვე დამატებით − აღნიშნული განყოფილების კრედიტორს ან კრედიტორთა ჯგუფს.
4. თუ სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტები ფასიანი ქაღალდებია, მათი შეთავაზება შეიძლება განხორციელდეს როგორც კერძო შეთავაზების, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების საჯარო შეთავაზება დაუშვებელია.
ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ

article  3

5. სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულს ეკრძალება სხვა საქმიანობა, გარდა სეკიურიტიზაციის განსახორციელებლად ან მასში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საქმიანობისა (მათ შორის, საბაზისო აქტივების შეძენა ან/და მათთან დაკავშირებული რისკების სხვაგვარად აღება, საბაზისო აქტივების მართვა და ადმინისტრირება, სეკიურიტიზაციის ინსტრუმენტების გამოშვება) და დამხმარე საქმიანობისა (მათ შორის, საკუთარი საქმიანობის ადმინისტრირების ან მხარდაჭერის მიზნით მომსახურების შეძენა).