Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ article 18 წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა. აღნიშნული ფონდიდან ხორციელდება წინა წლების სახელფასო და სხვა კრედიტორული დავალიანებების, კომპენსაციების და სასამართლო გადაწყვეტილებათა საფუძველზე წარმოქმნილი ვალდებულებებისა და მიმდინარე რეორგანიზაციის დაფინანსება, რომლის განკარგვა განხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ბრძანების საფუძველზე დავალიანების დასაფარავად. წინა წლების დავალიანებების დაფარვისათვის ამ კანონით დამტკიცებული ასიგნებებიდან თანხების გამოყოფის მიზნით, სამინისტროებმა და უწყებებმა 2017 წლის განმავლობაში უზრუნველყონ მათ ბალანსზე რიცხული წინა წლების კრედიტორული დავალიანების დაზუსტებული ინფორმაციის წარდგენა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებები იმ პირობით, რომ არ იქნება დაშვებული ახალი დავალიანებების წარმოშობა, რაზედაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებათ შესაბამის საბიუჯეტო ორგანიზაციას, დაწესებულებას . |