Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
პენიტენციური კოდექსი article 94 ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები. 1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებებისა და თავისუფლებების, აგრეთვე მათ სამართლებრივ და სოციალურ დაცვასა და მათი პირადი უსაფრთხოების დაცვას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას. 2. ბრალდებულს პატიმრობის აღსრულებისას, აგრეთვე მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებები და თავისუფლებები. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ახლო ნათესავთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან შეხვედრით (თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა); ა.დ) სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით; ა.ე) ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებითა და სამართლებრივი კონსულტაციით; ბ) მიიღოს ზოგადი განათლება და პროფესიული განათლება; |
პენიტენციური კოდექსი article 94 გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში; დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; ე) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით ახორციელებდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების ხელშეწყობით ახდენდეს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციას; ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი; |
პენიტენციური კოდექსი article 94 ზ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე იმყოფებოდეს (ისარგებლოს გასეირნების უფლებით); თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება; ი) ისარგებლოს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. 4. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს: ა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით; ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული − აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით; გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და გამოიყენოს რელიგიური ლიტერატურა და საკულტო საგნები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციისა და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელების წესს განსაზღვრავს მინისტრი. |