Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 38 დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა. 1. დამტკიცებულ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძველია: ა) მოვალის მიერ რეგულირებული შეთანხმების ისეთი დარღვევა, რომელიც არ გამოსწორდება რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველის მიერ მოვალისთვის გაფრთხილების გაგზავნიდან 1 თვის ვადაში; ბ) მოვალის მიერ მოვალის საქმიანობის ანგარიშში ვალდებულებების შემცირებული სახით წარმოდგენა, აგრეთვე ისეთი კრედიტორის გამოვლენა, რომელიც არ იყო მოვალის საქმიანობის ანგარიშში მითითებული და, შესაბამისად, − კრედიტორთა კრებაზე მიწვეული. 2. რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძვლის არსებობისას რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველმა ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით უნდა მოიწვიოს კრედიტორთა კრება და კრედიტორებს უნდა შესთავაზოს რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანა. თუ რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის შეთავაზება გაზიარებული არ იქნება ან მასში ცვლილება შეტანილი ვერ იქნება, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი კრედიტორებს შესთავაზებს რეგულირებული შეთანხმების შეწყვეტას და მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების სასამართლოში შეტანას. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 38 3. რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანის საფუძვლის არსებობისას რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების არანაკლებ 10 პროცენტის მფლობელ კრედიტორებს უფლება აქვთ, რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველს მოსთხოვონ კრედიტორთა კრების მოწვევა. 4. რეგულირებულ შეთანხმებაში შესატანი ცვლილება მტკიცდება ამ კანონის 35-ე მუხლით დადგენილი პირობების დაცვით. 5. რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი უფლებამოსილია რეგულირებულ შეთანხმებაში ცვლილების შეტანისთვის დადგენილი წესების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება: ა) რეგულირებული შეთანხმების ვადის ერთჯერადად, არაუმეტეს 6 თვით გაგრძელების შესახებ, რეგულირებული შეთანხმების ვადის ამოწურვამდე 7 დღით ადრე კრედიტორებისთვის გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე; ბ) რეგულირებული შეთანხმებით გათვალისწინებული, ყოველთვიური ჯამური გადახდების მოვალის სასარგებლოდ არაუმეტეს 10 პროცენტით შემცირების ან/და მათი განწილვადების შესახებ. |