Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 17 მეზღვაურის კომპენსაცია გემის დაღუპვის, დაკარგვის ან ჩაძირვის შემთხვევაში. 1. გემთმფლობელი ვალდებულია გემზე მყოფ თითოეულ მეზღვაურს გადაუხადოს გემის დაღუპვით ან ჩაძირვით გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია. 2. გემის დაღუპვით ან ჩაძირვით გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია მეზღვაურისთვის გადახდილი უნდა იქნეს იმ დღეებისთვის, რომელთა განმავლობაშიც ის ფაქტობრივი სამუშაოს გარეშე დარჩება, იმავე განაკვეთით, რომლითაც ირიცხებოდა მისი ხელფასი მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად. ამასთანავე, აღნიშნული თანხა მეზღვაურის 2 თვის ხელფასით შემოიფარგლება. 3. მეზღვაურის მიერ უმუშევრობის კომპენსაციის მიღებამ არ უნდა ხელყოს მისი სხვა უფლებები, რომლებიც გამომდინარეობს გემის დაღუპვით ან დაზიანებით გამოწვეული ფიზიკური ან/და მატერიალური ზიანიდან. |