FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

article  6

მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სტატუსი და შემადგენლობა.
1. საბჭო არის ამ კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილი კოლეგიური სათათბირო ორგანო. საბჭოს დებულება მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, ექსპერტები, მაღალმთიანი რეგიონების ცალკეული წარმომადგენლები: შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერები, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულები, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 6-1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ

article  6

3. საბჭოს შემადგენლობის არანაკლებ ნახევარს უნდა შეადგენდნენ მაღალმთიანი რეგიონების წარმომადგენლები. საბჭოს შემადგენლობაში შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერების, შესაბამისი სახელმწიფო რწმუნებულებისა და საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 115-ე მუხლის 6-1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი ოლქების დელეგატების შეყვანის საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამის ტერიტორიაზე მდებარე მაღალმთიანი დასახლებების რაოდენობა.
4. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანო. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1252 - ვებგვერდი, 29.07.2017წ.