Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 39 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 10 აგვისტოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული პარტიები ექვემდებარებიან ხელახალ რეგისტრაციას, ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, 1998 წლის 1 მარტამდე. 2. ხელახალი რეგისტრაციის შემთხვევაში პარტიაზე არ ვრცელდება ამ კანონის მე-12 მუხლით, აგრეთვე 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები. 7. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-10 პუნქტით დადგენილი წესი 2011 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება იმ პარტიაზე, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას მიიღებს 2007 წლის 1 ოქტომბრამდე ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით. 9. ამ კანონის 30-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესი ვრცელდება 2007 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ ჩატარებული არჩევნების შედეგებზე. 10. 2009 წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების შესახებ პარტიებმა წინასწარი წერილობითი თანხმობა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უნდა წარადგინონ არა უგვიანეს 2009 წლის 31 იანვრისა. |
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ article 39 11. 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საუკეთესო შედეგების მქონე 7 საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც არ არიან წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში, ერთჯერადად მიეცეს საბაზო დაფინანსების ოდენობის ნახევარი. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელსაც წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ პუნქტის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში. თუ პარტიამ დადგენილ ვადაში არ წარადგინა შესაბამისი მოთხოვნა, იგი კარგავს ასეთი დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით აცნობებს. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ფულადი თანხა შესაბამის სუბიექტებს მიეცეთ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში. მუხლი 39-1(ამოღებულია) მუხლი 39-2 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო ნორმები. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა პირს შეიძლება დაეკისროს შესაბამისი ქმედების ჩადენიდან 6 წლის განმავლობაში. საქართველოს 2022 წლის 22 დეკემბრის ორგანული კანონი №2476 – ვებგვერდი, 29.12.2022წ. |