Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 9
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სამართალდამრღვევისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრება და მისი აღსრულება, აგრეთვე აღნიშნული დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ან გადაწყვეტილების გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაციის შესაბამისი პირისთვის ჩაბარება. 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პირს აღნიშნული დოკუმენტი პირადად გადაეცა. 2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბრუნებს. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა განმეორებით ეგზავნება აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე). |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 3. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა, თუ აღნიშნული პირის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გზავნილის ჩაბარებისას მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი ორჯერ განაცხადებს უარს მის მიღებაზე. ამ ნაწილის მიზნისთვის პირის ოჯახის წევრში იგულისხმება მისი მეუღლე, შვილი, შვილიშვილი, მშობელი, და, ძმა, პაპა, ბებია, ამ პირთან მცხოვრები სხვა სრულწლოვანი პირი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უზრუნველყოფს აღნიშნული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. დადგენილება/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნების წესს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა ჯარიმა მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. თუ ეს პირი მისთვის დაჯარიმების შესახებ დადგენილების/საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 10 დღეში გადაიხდის აღნიშნული დადგენილებით/საჯარიმო ქვითრით გათვალისწინებულ ჯარიმას, მას ამ ჯარიმის ოდენობა 20 პროცენტით შეუმცირდება. ჯარიმის ამ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში პირი კარგავს აღნიშნული შეღავათით სარგებლობის უფლებას. 6. ამ კოდექსის 119-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის კანონით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დაარიცხავს საურავს კანონით განსაზღვრული ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 7. ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ამ კოდექსის 278-ე მუხლის საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილება/მისი გამოტანისთვის აუცილებელი წერილობითი ინფორმაცია შესაბამის პირს ჰბარდება ამ მუხლით დადგენილი წესით (მათ შორის, ამ გადაწყვეტილების/ინფორმაციის განმეორებით ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნებით). 8. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი უფლებამოსილია ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ გამოტანილი დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია დადგენილების/საჩივართან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნამდე გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ აღნიშნულ დეპარტამენტს აქვს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ამ კოდექსის 119-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მონაცემთა ბაზაში არსებული, სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მოსარგებლის ვინაობის შესახებ ინფორმაციის (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სახელწოდება, საიდენტიფიკაციო ნომერი), აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების შესახებ ინფორმაციის (მარკა, მოდელი, საწვავის ტიპი, გამოშვების წელი, რეგისტრაციის ნომერი, საქართველოში პირველადი რეგისტრაციის პერიოდი) აღნიშნული დეპარტამენტისთვის ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 10. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში უფლებამოსილია სამართალდამრღვევის იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან გამოითხოვოს სამართალდამრღვევის პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, დაბადების თარიღი, რეგისტრაციის მისამართი). დაუშვებელია, ეს ინფორმაცია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სხვას გადასცეს ან სხვა ფორმით გაუზიაროს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 11. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მის მიმართ გამოტანილ შესაბამის დადგენილებას/საჩივართან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას აბარებს პირადად, საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ან თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით, ამ მუხლის სათანადო ნორმებით დადგენილი წესით. 12. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პირი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას გადაიხადოს. |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 2908 13. ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ამ კოდექსის 222-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. |