Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 34 სააპელაციო და საკასაციო საჩივრების დასაშვებობა. 1. სააპელაციო და საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში დასაშვებია, მიუხედავად სარჩელის ფასისა. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 391-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები. 11. სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლემ შეიძლება ერთპიროვნულად განიხილოს შემდეგი საქმეები: ა) სააპელაციო საჩივრები, რომლებიც შეტანილია შემდეგ საქმეებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებზე: ა.ა) ამ კოდექსის მე-6 მუხლით გათვალისწინებული დავები; ა.ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული დავა; ა.გ) საჯარო რეესტრის ჩანაწერთან დაკავშირებული დავა; ა.დ) საცხოვრებელი ბინის პრივატიზებასთან დაკავშირებული დავა; ა.ე) ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა; ა.ვ) სამშენებლო ურთიერთობიდან გამომდინარე დავა; ა.ზ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააღსრულებო ურთიერთობებიდან წარმოშობილი დავა; ა.თ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების შესახებ დავა; ა.ი) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დავა; ბ) კერძო საჩივრები; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 34 გ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII-14 თავებით გათვალისწინებულ დავებზე; გ-34 თავით გათვალისწინებულ დავაზე; დ) საჩივრები/სააპელაციო საჩივრები ამ კოდექსის VII-21 თავებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოებებით განსაზღვრულ დავებზე. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 34 12. სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს ზეპირი მოსმენის გარეშე, თუ: ა) სააპელაციო საჩივარი ემყარება კანონის დარღვევას და მასში მოთხოვნილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) მხოლოდ სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმება; ბ) აშკარაა, რომ სახეზეა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლით (გარდა აღნიშნული მუხლის „ე“ და „ე-1“ ქვეპუნქტებისა) განსაზღვრული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები; გ) მოპასუხემ ცნო სარჩელი. 13. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. სააპელაციო სასამართლოს გამოაქვს განჩინება საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თარიღის შესახებ. 2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული წესით საქმეში ჩაბმულმა მესამე პირებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. 3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 34 ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. 31. ამ მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დასაშვებობის შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. 4. ადმინისტრაციულ საქმეზე საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებისა და გადაწყვეტილების გამოტანის ვადაა 6 თვე. |
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი article 34 5. თუ საკასაციო სასამართლო საკონსულტაციო დასკვნისათვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს, საკონსულტაციო დასკვნის მიღებამდე ამ მუხლის 3-1 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული ვადების დინება ჩერდება. |