FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საჯარო სამსახურის შესახებ

article  69

დახმარება მოხელის დაღუპვისას ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მოხელის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი დახმარება 10 000 ლარის ოდენობით.
2. მოხელეს, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით მიიღო სხეულის დაზიანება, რის შედეგადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად იქნა აღიარებული ან დასახიჩრდა, ეძლევა ერთჯერადი დახმარება არაუმეტეს 5 000 ლარისა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების, დაჭრის, დასახიჩრების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების ან დაღუპვის შემთხვევაში ერთჯერადი დახმარების ოდენობა და მისი გაცემის პირობები განისაზღვრება თავდაცვის კოდექსის შესაბამისად.