FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  150

იურიდიული პირის ლიკვიდაცია.
1. თუ ხდება იურიდიული პირის ლიკვიდაცია და პარტნიორ იურიდიულ პირს გადაეცემა მისი წილის პროპორციული (შესაბამისი) აქტივი და, ამასთანავე, პარტნიორი იურიდიული პირი ლიკვიდაციამდე ფლობდა 50 პროცენტს ან მეტს ამ იურიდიულ პირში, მაშინ:
    ა) ასეთი გადაცემა არ ითვლება ლიკვიდირებული იურიდიული პირის მიერ აქტივების რეალიზაციად (მიწოდებად);
    ბ) პარტნიორისათვის მისი წილის პროპორციულად (შესაბამისად) გადაცემული აქტივის ღირებულება იგივეა, რაც ამ აქტივის ღირებულება ლიკვიდირებული იურიდიული პირისათვის გადაცემამდე;
    გ) აქტივების განაწილება არ არის დივიდენდი;
    დ) მოგება და ზარალი მხედველობაში არ მიიღება ლიკვიდირებულ იურიდიულ პირში პარტნიორის წილის გაუქმებისას.
2. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხდება ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის ერთდროულად გადაცემა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული, ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღებისათვის აქტივების ღირებულებად ითვლება გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებითი ბალანსი.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი

article  150

ა) საგადასახადო ორგანო დაამტკიცებს, რომ ლიკვიდაციის მიზანი არის გადასახადების გადახდისაგან თავის არიდება;
    ბ) ლიკვიდაციაში პარტნიორი იურიდიული პირი არარეზიდენტია, გარდა ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
5. ლიკვიდაციაში პარტნიორი არარეზიდენტი იურიდიული პირის არსებობისას ამ მუხლის პირველი ნაწილის გამოყენება შესაძლებელია, თუ საგადასახადო ორგანო ამ პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაასკვნის, რომ არ ხდება გადასახადისაგან თავის არიდება, და აღნიშნულის თაობაზე გასცემს შესაბამის თანხმობას.
6. ამ მუხლის დებულებები არ გამოიყენება, თუ ოპერაციის მონაწილე რომელიმე მხარე მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.