FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 7

ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

1. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
    ა) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობები (რეგლამენტი). ამ პირობებში (რეგლამენტში) მითითებული უნდა იყოს: ა.ა) აზარტული თამაშობების ჩატარების ვადა და ადგილი; ა.ბ) სათამაშო აპარატების ჩამონათვალი (უნდა მიეთითოს თითოეული სათამაშო აპარატის სახელწოდება, მოდიფიკაცია, საქარხნო ნომერი, დამზადების წელი, დამამზადებელი ქვეყანა და მწარმოებელი); ა.გ)  თითოეულ სათამაშო აპარატზე განსათავსებელი მინიმალური და მაქსიმალური ფსონები და მოგების მაქსიმალური ოდენობა; ა.დ) სათამაშო აპარატების სალონში მიმდინარე თამაშობების  ჩამონათვალი და დეტალური წესები; ა.ე) პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა. პრეტენზიის განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს პრეტენზიის წარმოშობიდან 30 კალენდარულ დღეს; ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

ა -1) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/ მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი; ა-2) სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობების (რეგლამენტის) შესაბამისად, თითოეულ სათამაშო აპარატში არსებული კონკრეტული თამაშის შინაარსის ავტორიზაციის სერტიფიკატი;
    გ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
    დ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

ე) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი; 1-1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა წარუდგინოს:
    ა) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესი. ამ წესში მითითებული უნდა იყოს: ა.ა) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ფაქტობრივი მისამართი, საიდანაც მოხდება თამაშობის მართვა და ორგანიზება, აგრეთვე სასერვერო ინფრასტრუქტურის საქართველოს ტერიტორიაზე განთავსების ადგილი (მისამართი); ა.ბ) თამაშობების ჩამონათვალი და აღწერილობა;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

ა.გ) მოგების გაცემის წესი, ადგილი/ადგილები და ზღვრული ვადა (თუ მოგება ამ კანონის 28-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე გაიცემა − სალაროს მოწყობისთვის განკუთვნილი უძრავი ქონების მისამართი/მისამართები), პრეტენზიის განხილვის წესი და ვადა; ა.დ) თამაშობის ინტერნეტით მოწყობის შემთხვევაში − თამაშობისთვის განკუთვნილი ვებგვერდის მისამართი, მოთამაშის რეგისტრაციის წესი, დეპოზიტის/ბალანსის მართვის წესი, საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი. აღნიშნულ ვებგვერდზე ქართულ ენაზე მითითებული უნდა იყოს თამაშობის ორგანიზატორის დასახელება, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი, შესაბამისი ნებართვის ნომერი, თამაშობების ჩამონათვალი, თამაშობის დეტალური წესები, ინფორმაცია 25 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქის, 18 წლამდე ასაკის უცხო ქვეყნის მოქალაქის/მოქალაქეობის არმქონე პირის, დამოკიდებულ პირთა სიასა და აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილი პირების თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ; ა.ე) თამაშობის ტელეფონით მოწყობის შემთხვევაში – საქართველოში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

ა.ვ) თუ ნებართვის მაძიებელი თამაშობის მოწყობისას სხვა პირის მიერ მიწოდებულ აზარტულ ან/და მომგებიან თამაშს/თამაშებს ან/და არსებით პროდუქციას/მომსახურებას იყენებს − ამ პირზე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების მოქმედი ნებართვის ნომერი; ა.ზ) მოთამაშის რეგისტრაციის/იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ფორმა და წესი; ა.თ) მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესი და ტექნოლოგიური აღწერილობა; ა.ი) ინტერნეტპლატფორმის/სისტემის დაცვის მექანიზმების ჩამონათვალი; ა.კ) თამაშობების მართვის სისტემის აღწერილობა; ა.ლ) ფინანსური ტრანზაქციების აღრიცხვისა და შენახვის დეტალური აღწერილობა; ა.მ) თუ ნებართვა მოთხოვნილია სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე − ამ ნებართვის ნომერი და ობიექტის მოწყობის მისამართი; ა.ნ) ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური მოითხოვს;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

ბ) ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის, დამფუძნებლის/პარტნიორის (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრის ნასამართლობის შესახებ ცნობა. აღნიშნული ნასამართლობის შესახებ ცნობა გაცემული უნდა იყოს იმ ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რომლის მოქალაქეც არის ნებართვის მაძიებლის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი, დამფუძნებელი/პარტნიორი (არსებობის შემთხვევაში), ბენეფიციარი მესაკუთრე;
    გ) სანებართვო მოსაკრებლის გადასახდელად საჭირო ფულადი სახსრების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ დოკუმენტის სისწორისთვის პასუხისმგებლობა ნებართვის მაძიებელს ეკისრება;
    დ) გამოსაყენებელი/გამოყენებული არსებითი პროდუქციის/მომსახურების საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ შემოღებულ/დადგენილ სტანდარტებთან/მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი ავტორიზაციის სერტიფიკატი;
    ე) თამაშობების მართვის სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია;
ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ

article  20

ვ) ამ პუნქტის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აზარტული ან/და მომგებიანი თამაშის/თამაშების ან/და არსებითი პროდუქციის/მომსახურების მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი. აღნიშნულ ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში ნებართვის მაძიებელი/ნებართვის მფლობელი ვალდებულია შემოსავლების სამსახურს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ცვლილების შესახებ და წარუდგინოს ცვლილების დოკუმენტის ასლი.
2. სათამაშო აპარატების სალონში აკრძალულია იმ თამაშობის გამართვა, რომელიც გათვალისწინებული არ არის სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის პირობებით (რეგლამენტით), ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების შემთხვევაში – სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული თამაშობის წესით.
3. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით სათამაშო აპარატების თამაშობების ორგანიზების ნებართვის მისაღებად ნებართვის მაძიებელმა შემოსავლების სამსახურს უნდა წარუდგინოს ნებისმიერი დოკუმენტი/ინფორმაცია, რომელსაც შემოსავლების სამსახური ნებართვის გაცემის შესახებ ნებართვის მაძიებლის განცხადების განხილვისას და შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად მოითხოვს.