Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 5 ეროვნული სისტემის სუბიექტების მოვალეობები. 1. ეროვნული სისტემის სუბიექტები, გარდა ორგანიზაციებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებისა, მათი გამგებლობისათვის მიკუთვნებულ სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: ა) საგანგებო სიტუაციის რისკის მართვას − საფრთხის იდენტიფიცირებას, საგანგებო სიტუაციის რისკისა და მისი ზემოქმედების ანალიზს და მის საფუძველზე საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავებას; ბ) საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას, მათ შორის, საგანგებო სიტუაციის რისკის შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; გ) საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნას; დ) ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებას; ე) ინციდენტისაგან/საგანგებო სიტუაციისაგან ადამიანის, გარემოსა და ქონების დაცვას; ვ) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის, განვითარებას; ზ) ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების დროულად გადაცემას და ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის დროს ქცევის წესების შესახებ ინფორმირებას; თ) აღდგენითი სამუშაოების ჩატარებას; ი) სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტის უსაფრთხო და სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობას; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 5 კ) საგანგებო სიტუაციის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში, ადამიანებისათვის თავშესაფრის შექმნას, პირველადი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტებისა და წყლის მომარაგებას, ინდივიდუალური/კოლექტიური დაცვის საშუალებების და სხვა მატერიალური რესურსების მობილიზებას; ლ) ჰუმანიტარული დახმარების ღონისძიებების ორგანიზებას; მ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ინფორმაციის შეგროვებას, დამუშავებასა და გაცვლას; ნ) საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას; ო) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეების მომზადებას და საგანგებო სიტუაციის შესახებ მათი ცნობიერების ამაღლებას; პ) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლამდე ადამიანებისა და ქონების გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღებას; ჟ) ადამიანების ევაკუაციის ორგანიზებაში დახმარების გაწევას და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათ თავშესაფარში მოთავსებას; რ) მათ სარგებლობაში არსებული თავშესაფრისათვის თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას; ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 5 2. მუნიციპალიტეტის ორგანოები ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს დელეგირების საფუძველზე ახორციელებენ. მუნიციპალიტეტისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა, ხოლო აღნიშნული უფლებამოსილების დელეგირების შესახებ ხელშეკრულებას დებს სამინისტრო. 3. ორგანიზაციები თავიანთი საქმიანობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ: ა) საგანგებო სიტუაციის პრევენციის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ბ) საგანგებო მართვის გეგმის შემუშავებას; გ) რეაგირების ძალების მზადყოფნას და ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირებისათვის საჭირო მატერიალური რესურსების მობილიზებას; დ) მოსალოდნელი ან წარმოქმნილი ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების მართვის ორგანოსათვის გაგზავნას; ე) სახანძრო-სამაშველო დანაყოფის ინციდენტის/საგანგებო სიტუაციის ადგილზე მისვლამდე ადამიანების, ქონების ან/და გარემოს გადასარჩენად აუცილებელი ზომების მიღებას; ვ) თავიანთი თანამშრომლების და მოსალოდნელ საგანგებო სიტუაციის ზონაში მყოფი სხვა პირების სწავლებას; |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 5 ზ) მათ სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის, მათ შორის, ადრეული შეტყობინების სისტემის, ელემენტების მუდმივ მზადყოფნას; თ) მათ სარგებლობაში არსებული თავშესაფრისათვის თვისებრივი მახასიათებლების შენარჩუნებას; ი) საგანგებო სიტუაციის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მათ შორის, ამ მიზნით კომუნიკაციის გეგმების შემუშავებასა და განხორციელებას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულებას. 4. ეროვნული სისტემის სუბიექტები ვალდებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიაწოდონ ინფორმაცია ინციდენტის/ მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ. 5. საგანგებო მართვის გეგმისა და საგანგებო სიტუაციის რისკის მართვის გეგმის შემუშავების წესს ადგენს საქართველოს მთავრობა. 6. ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ მატერიალური რესურსების შექმნას. ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. |