FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ნორმატიული აქტების შესახებ

article  28

ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი.
1. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი უნდა ითქვას, თუ:
    ა) გამოსაქვეყნებლად წარდგენილ ნორმატიულ აქტს (გარდა ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2−6 -1 პუნქტებში მითითებული ნორმატიული აქტებისა, აგრეთვე ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი შემთხვევებისა) არ ახლავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ გაცემული დადებითი დასკვნა ან გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ნორმატიული აქტის შინაარსი არ შეესაბამება მისი პროექტის შინაარსს, რომელზედაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გასცა დადებითი დასკვნა;
    ბ) ნორმატიული აქტი გამოსაქვეყნებლად წარმოდგენილია ამ კანონის მე-2 მუხლის მე-5 პუნქტის, მე-4 მუხლის, მე-18 მუხლის პირველი პუნქტისა და 27-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
2. ნორმატიული აქტის გამოქვეყნებაზე უარი არ არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მის მიმართ არ გამოიყენება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოება.